« სექტემბერი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 |
8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 |
15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 |
22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 |
29 | 30 |
21-04-2019
პანკისში, სადაც ცოტა ხნის წინ მოსახლეობა სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდა, შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია ჩავიდა.
მინისტრის თქმით, შსს-ს თითოეული ძალოვანი, რომელიც დღეს პანკისშია, იცავს ქვეყნის ინტერესებს.
"მოხდა გარკვეული ექსცესი, რის გამოც დაიძაბა ვითარება და ყველაფერს მივხედავთ ისე, როგორც საჭიროა", - განაცხადა გახარიამ.
შინაგან საქმეთა მინისტრის თქმითვე, დაპირისპირებისას შსს-ს 15 თანამშრომელი დაზარალდა.
"აგრესია გამოიწვია იმან, რომ შსს-ს სახელმწიფო წარმომადგენლებს დაუშინეს ქვები. ეს დაუშვებელია. თუ იძალადებენ პოლიციაზე, შსს მოახდენს შესაბამის რეაგირებას", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
პანკისის ხეობაში მოსახლეობა დღეს დილიდან ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა.
დაახლოებით 14:20 საათისთვის კი ადგილზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მოსახლეობამ პოლიციას ქვები დაუშინა, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
დამწვარია პოლიციის მანქანები. დაზიანებულია სპეცტექნიკა.