გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

გიორგი გახარია: შსს იძულებული გახდა, შესაბამისი რეაგირება მოეხდინა

21-04-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, შსს-ს ოფიციალურად მიმართა ეკონომიკის სამინისტრომ, რომ პანკისში მიმდინარე სამუშაოებთამ დაკავშირებით უსაფრთხოების კუთხით დახმარება მიეღოთ და სწორედ ამიტომ დილით, როცა მშენებლები პანკისის ხეობაში ავიდნენ, მათ 35 პოლიციელი მიყვა.


„მას შემდეგ, რაც მოხდა მათზე თავდასხმა და პოლიციელებს დაუშინეს ქვები, რა თქმა უნდა, შსს იძულებული გახდა, მოეხდინა შესაბამისი რეაგირება.
განსაკუთრებული აუცილებლობა დამატებითი ძალებისა მობილიზებისა იყო იმიტომ, რომ შსს ვალდებულია, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაიცვას მოსახლეობისა და თავისი თანამშრომლების უსაფრთხოება“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.


მინისტრის თქმითვე, როცა შსს ჩათვლის, რომ მოსახლეობასა და თანამშრომლებს ემუქრება საფრთხე, შესაბამისად იმოქმედებს. რაც შეეხება დამატებითი ძალების მობილიზებას, როგორც გახარიამ განაცხადა, მობილიზება მოხდა მაშინ, როდესაც ვითარება უკვე დაძაბული იყო.


„ვერავინ ვერასოდეს ვერ შეზღუდავს შსს-ს სამუშაო არეალს“, - აღნიშნა გახარიამ.