გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოზარ სუბარი: პროტესტი ლეგიტიმურ ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს

21-04-2019

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის, სოზარ სუბარის თქმით, პანკისში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს ჰქონდა ინფორმაცია ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით.


„ეკოლოგიურად ეს ჰესი მოსახლეობისათვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ჰესის მშენებლობა გადაწყდა მაშინ, როცა მოლაპარაკებები დასრულდა.
აქ მყოფთაგან არიან ადამიანები, რომლებიც ეთანხმებიან ჰესის მშენებლობას და არიან ისეთებიც, რომლებიც წინააღმდეგი არიან, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ პანკისელების აბსოლუტური უმრავლეობა ხედავს იმ სიკეთეებს, რაც ენერგეტიკის განვითარებას მოაქვს ქვეყნისათვის“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.


მისი განცხადებით, ჰესთან დაკავშირებით მოსახლეობასთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 2017 წელს მიმდინარეობდა და პანკისელების უმრავლესობას ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა იმის შესახებ, თუ რა სიკეთეებს მოიტანდა ეს ჰესი მათთვის.


„ბუნება უნდა შევინარჩუნოთ იმ სახით, როგორიც არის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ განვავითაროთ ენერგეტიკა. რაც შეეხება პროტესტს, ეს ყველაფერი ლეგიტიმურ ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.