შაბათი, აპრილი 12, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
პრემიერ-მინისტრის თქმით, უახლოეს ერთ წელიწადში წეროვანში ახალი სკოლა აშენდება

23-04-2019

წეროვანში უახლოეს ერთ წელიწადში ახალი სკოლა აშენდება - შესაბამისი დავალება პრემიერ-მინისტრმა განათლების სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას დღეს მისცა.


წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძე დღეს წეროვანის მე-3 საჯარო სკოლას სტუმრობდა, რომლის ბიბლიოთეკას საჩუქრად შემეცნებითი და კლასგარეშე საკითხავი მხატვრული ლიტერატურა გადასცა.


"დღეს საერთაშორისო საზოგადოება წიგნის დღეს აღნიშნავს. წიგნი ყველას ძალიან უნდა გვიყვარდეს, ის არის გზა ყველაფერი საუკეთესოსკენ. ყველაზე დიდი, რაც შეგიძლიათ მშობლებს და სამშობლოს აჩუქოთ, ეს არის სწავლა და წიგნის სიყვარული. მე განსაკუთრებით მიყვარს ის კუთხე, საიდანაც თქვენ ხართ. დარწმუნებული ვარ, კიდევ ძალიან ბევრ ლამაზ სკოლას ავაშენებთ თქვენს ულამაზეს კუთხეში. ეს აუცილებლად მოხდება ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის, რომელსაც თქვენ ააშენებთ და რომლის მოქალაქეებიც თქვენ ხართ", - მიმართა პრემიერ-მინისტრმა მოსწავლეებს.


მთავრობის მეთაურმა წეროვანის მე-3 საჯარო სკოლის მასწავლებლებს მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მათ როლს განათლების მასშტაბური რეფორმის წარმატებით განხორციელების პროცესში.


"განათლება პირადად ჩემთვის არის მთავარი რამ ცხოვრებაში. ამავე დროს, ეს არის ერთადერთი გზა, საქართველო გავხადოთ ძალიან მაგარი ქვეყანა, ისეთი, როგორიც თქვენ გინდათ, გქონდეთ. მინდა, ყველას მოგილოცოთ წიგნის დღე. წიგნი ყველას ძალიან უნდა გვიყვარდეს და ის უნდა იყოს ჩვენი საუკეთესო მეგობარი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სკოლის მოსწავლეებთან და პედაგოგებთან შეხვედრისას.


მთავრობის მეთაური წეროვანის მე-3 საჯარო სკოლაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად იმყოფებოდა.