გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728 

მარტვილში 57 წლის მამაკაცს მეათე დღეა ეძებენ

23-04-2019

მარტვილში, 57 წლის დავით მირცხულავას, მეათე დღეა, უშედეგოდ ეძებენ.


როგორც დაკარგული მამაკაცის თანასოფლელები აცხადებენ, დავით მირცხულავა მათთან ერთად ლებარდეს ხეობაში, ჯონჯოლის საკრეფად იყო წასული, თუმცა მოგვიანებით ჯგუფს გამოეყო და ამის შემდეგ აღარ უნახავთ. ადგილობრივების ინფორმაციით, ხეობიდან დაბრუნებულ ჯგუფის წევრებს დავით მირცხულავა სახლში არ დახვდათ.


სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში სამართალდამცველები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაკარგულის ახლობლები არიან ჩართული.


დავით მირცხულავა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის მკვიდრია.



1tv.ge