გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ნათია მეზვრიშვილი: პანკისში ადგილობრივი მოქალაქეების ქმედებები კანონის ფარგლებიდან იყო გასული

24-04-2019

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ სასჯელის გამკაცრების შესახებ კანონპროექტის განხილვის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ნათია მეზვრიშვილმა 21 აპრილს "პანკისის ხეობაში" განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიციის ხეობაში ყოფნას ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი და ისინი იქცეოდნენ კანონის სრული დაცვით.


"ნუ გავამწვავებთ ამ ნაწილში სიტუაციას, იმიტომ რომ ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ეს საკითხი გახლავთ საკმაოდ სენსიტიური საკითხი. პირველ რიგში დავიწყოთ იმით, რომ პოლიციამ იმოქმედა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია. არ ვიცი შეიძლება ექსპერტებს, სპეციალისტებს, პროკურატურას, ვინც უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფარგლები უნდა შეაფასოს, სხვანაირი მოსაზრება აქვს, თუმცა ჩვენი პოზიცია ასეთია ცალსახად პოლიცია მოქმედებდა ღირსეულად და მოქმედებდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც ეს ადამიანები ნამდვილად იმსახურებენ პატივისცემას. ახლა რაც შეეხება ფორმალურ პროცედურებს, სამართლებრივ პროცედურებს ეს პროცესი მიმდინარეობს, ადგილზე როგორც ჩემთვის ცნობილია სამართალდამცველები იმყოფებიან, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, თანმიმდევერულად მივყებით ამ პროცესს და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, როგორც კი რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საზოგადოებას ამის შესახებ აუცილებლად მივაწვდით ინფორმაციას.


საუბრები იმის შესახებ, რომ იქ პოლიციამ რაღაცას გადაამეტა, რომ თურმე პოლიციას იარაღი არ უნდა ჰქონოდა, რეზინის ტყვიები არ უნდა გამოეყენებინა... - აბსოლუტურად ყველა ქმედება, რაც იქ პოლიციამ განახორციელა, იყო კანონის ჩარჩოებში. მოქალაქეების ქმედებები, იურიდიული შეფასებით, რა თქმა უნდა, იყო კანონის ფარგლებიდან გასული," - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.