გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სარფსა და წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

25-04-2019

24-25 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ და „წითელი ხიდი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 1,690 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.


ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.