გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ქობულეთში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობისათვის ნებართვა გაიცა

26-04-2019

ქობულეთში ყოფილი ტურისტული ბაზის ადგილას საზოგადოებრივი ცენტრის აშენება იგეგმება.


ქობულეთის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო ნებართვა გაცემულია და იუსტიციის სამინისტროს მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებული აქვს.


მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.


მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 - 5 თვეში დასრულდება.


მიწის ნაკვეთი, რომელიც აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე იყო, ჯერ თვითმმართველობას გადაეცა, რომელმაც, თავის მხრივ, ტერიტორია იუსტიციის სამინისტროს აღნაგობის სარგებლობით 30 წლით გადასცა.


საზოგადოებრივი ცენტრში მოქალაქეებს სხვადასხვა სერვისით ისარგებლებენ.



ajaratv.ge