გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ოძისში საოკუპაციო ხაზი მოინახულა

29-04-2019

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ლილიან მორი პასკიე წეროვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ეწვია.


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი დაინტერესდა დევნილთა უფლებრივი მდგომარეობით, გაეცნო განსახლებისა და დასაქმების პროგრამებს, ასევე განათლების ხელმისაწვდომობისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.


დღესვე, ლილიან მორი პასკიე სოფელ ოძისში, ადმინისტრაციულ საზღვართან იმყოფებოდა, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას გაეცნო.


ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმყოფება.