30-04-2019
სკვერის მოწყობის სამუშაოები უკვე დაწყებულია და ახალი სკვერი ოქტომბერში გაიხსნება.
უცნობია, რა ბედი ეწევა მუნიციპალური თეატრის წინ გამოფენილ 12 სკულპტურას, რომლებიც სიმპოზიუმის ფარგლებშია დამზადებული.
პროექტის ფარგლებში სკულპტურების დროებით დემონტაჟია დაგეგმილი, რაც შესაძლოა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესში გახდეს საჭირო, თუმცა, როგორც ცნობილია, ქანდაკებების გადატანა სხვა ტერიტორიაზე არ იგეგმება.
რუსთავის მუნიციპალური სკვერი შეიძლება ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ სკვერად ჩაითვალოს.
2016 წელს ჩატარებული სიმპოზიუმისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 72 000 ლარი გამოიყო, ხოლო 2017 წელს გამართული სიმპოზიუმისთვის 177 000 ლარი.
წლების განმავლობაში სიმპოზიუმების ფარგლებში დამზადებული სკულპტურების უმრავლესობა აღნიშნულ სკვერშია განთავსებული.