გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სოფელ ძველ ხიბულაში 5,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

30-04-2019

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი​ს ცნობით, ზუგდიდი-ნარაზენი-ძველი ხიბულა-ახალი ხიბულა-ზუბის საავტომობილო გზაზე, ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, საქანთარიოს უბანში 5,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.


სოფლის ეს მონაკვეთი ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გადის.


პროექტის ფარგლებში განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, ასევე რეაბილიტირდება სამი ხიდი, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი გაბიონები და გარე განათება.


ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ასევე დაგეგმილია რამდენიმე საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია: საქვარაიოს უბანში იგეგმება, 1.4 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, საღურწკაიო-საკონჯარიოს გზის 3 კმ-იანი მონაკვეთის და საღურცკაიო-ჭაქვინჯის დამაკავშირებელი 3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია, ხოლო ნარაზენი-საჯიჯაოს დამაკავშირებელ გზაზე 1.1 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ციბაძე, დეპარტამენტის ტექნიკურ ჯგუფთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა და ძველ ხიბულაში, სარეაბილიტაციო საგზაო მონაკვეთები საპროექტო სამუშაოების მოსამზადებლად ტექნიკურად შეაფასეს.




1tv.ge