გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ზუგდიდის ბაზრის მოვაჭრეები დახმარებას ითხოვენ

22-12-2017

ზუგდიდის ცენტრალური ბაზრის ნაწილი დაიოტბორა. მოვაჭრეების ინფორმაცით, მათ მუშაობის საშუალება რამოდენიმე საათის განმავლობაში არ ჰქონდათ. მათი თქმით, ეს პირევლი შემთხევა არ არის და დახმარებას ბაზრის ადმინისტრაციისგან ითხოვენ. ადგილზე საზანძრო-სამშველო და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, თუმცა მათ პრობლემის აღმოფხვრა ვერ მოახერხეს.

წყალსაწრეტი მილი ვიწროა და წყალს არ ატარებს. მოვიდნენ ზედამხედველობიდან, წყალკანალიდან და სამაშველოდანაც, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს. თვითონ ბაზრის დირექტორმა გვითხრა, რომ ის ტერიტორია მას არ ეკუთვნის და კერძო მესაკუთრეები ჰყავს. ეს დღეები წვიმიანი ამიდებია და გამოდის, რომ  საახალწლოდ ვიმუშავებთ“, - ამბობენ მოვაჭრეები. წყალსაწრეტი მილი ვიწროა და წყალს არ ატარებს. მოვიდნენ ზედამხედველობიდან, წყალკანალიდან და სამაშველოდანაც, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს. თვითონ ბაზრის დირექტორმა გვითხრა, რომ ის ტერიტორია მას არ ეკუთვნის და კერძო მესაკუთრეები ჰყავს. ეს დღეები წვიმიანი ამიდებია და გამოდის, რომ  საახალწლოდ ვიმუშავებთ“, - ამბობენ მოვაჭრეები. 
ბაზრის დირექტორის გია კანკიას თქმით, აღნიშნული ტერიტორია მის საკუთრებაში არ არის და მისი გაწმენდა არ ევალება.
„მე როცა მჭირება ვიძახებ მანქანას და ვაწმენდინებ ჩემს ტერიტორიაზე არსებულ კანალიზაციას, მაგრამა მთელ ბაზრის კანალიზაციას მე ვერ გავწმინდავ, მითუმეტეს, მას ყავს კერძო მესაკუთრეები.  როგორც მოვაჭრეებმა მითხრეს, მესაკუთრეებმა უკვე დარეკეს ფოთში და გამოიძახეს სპეციალური მანქანა, რომელიც ერთია რეგიონში“, - აღნიშნა კანკიამ. 
მოვაჭრეები ამბობენ, რომ სამუშაო ადგილებზე დღეში 10 ლარს იხდიან და პრობლემის მოგვარებას დროულად ითხოვენ. ამ დროსითვის მოვაჭრეებმა მუშაობა განაახლეს.

წყარო: რადიო "ათინათი"