გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სამტრედიის სასამართლომ მეუღლისა და სიმამრის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა

1-05-2019

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და მეუღლისა და მეუღლის მამის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და მუქარაში ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ ცნო.


პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს, გ.ჯ. ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის მამას ს.ს.-ს საცხოვრებელი სახლის დაწვით დაემუქრა და სახლის სხვადასხვა ადგილას ნავთი მოასხა, შემდეგ კი განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს, გ.ს.-ს გულმკერდის არეში დანით ერთი, ხოლო მეუღლის მამას ს.ს.-ს ორი ჭრილობა მიაყენა. გ.ჯ.-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, ვინაიდან დაზარალებულებმა ხმაურზე შეკრებილი მეზობლების მეშვეობით გაქცევა მოახერხეს. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ს.ს.-ს და გ.ს.-ს გადარჩენა მოხერხდა.


სამართალდამცველებმა გ.ჯ. იმავე დღეს ქ.სამტრედიაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის და ქონების განადგურების მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.


სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.