გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სახელმწიფო მინისტრი პანკისელებს შეხვდა

2-05-2019

პანკისელებსა და სახელმწიფო მინისტრს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ქეთევან ციხელაშვილთან საუბრის შემდეგ ხეობის მოსახლეობამ აღნიშნა, აქვთ პირობა, რომ ადგილობრივთა ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება.


მთავრობის ადმინისტრაციაში მისვლამდე პანკისელები კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდნენ.


შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილის, ისლამ გორგიშვილის თქმით, იმ პროცესების მერე, რაც ხეობაში მოხდა, ეს პირველი ნაბიჯი იყო, რომელიც მოსახლეობასთან კომუნიკაციის კუთხით და ასევე, სხვა ბევრი სასიკეთო საქმისთვის გადაიდგა.


21 აპრილს პანკისის ხეობაში მოქალაქეებმა ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.