2-05-2019
ახმეტის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის მოსახლეობა აქციას მართავს. ქვემო ალვანის, ზემო ალვანის და ლალისყურის მოსახლეობა თუშეთისკენ მიმავალი საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დაჩაქარებას ითხოვს.
ისინი ქვემო ალვანის ცენტრში შეიკრიბნენ და ამბობებ, რომ თუ გზა გვიან გაიხსნება, ტურისტულ სეზონს საფრთხე შექმნება, ამავე დროს ცხვრის თუშეთში გადაყვანა დროულად ვერ მოხდება.
„შესაძლოა, სამუშაოები გრძელდება, თუმცა მაინც ვერ მოესწრება დროულად გახსნა, რაც ზიანს მოგვაყენებს. შარშან ამ დროს ცხვარი უკვე გზაში გვყავდა, ახლა ისევ შირაქშია. ამასთანავე, პრობლემა ექმნება ტურისტულ სეზონსაც. ტურისტები უკვე გამოთქვამენ თუშეთში წასვლის სურვილს, საოჯახო სასტუმროები გვაქვს, მაგრამ გზა არ არის. ეს შეაფერხებს ჩვენს ბიზნესს. მოვითხოვთ, სამუშაოები აქტიურად გაგრძელდეს“ - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, სოსო ბაბულაიძემ.
აქციის მონაწილეებს შეხვდა მუნიციპალიტეტის მერი, რომელმაც განაცხადა, რომ სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და მოსახლეობის უკამყოფილება უსაფუძვლოა. სოსო ქარუმაშვილის თქმით, ინტენსიურად იწმინდება გზა და ყველა შესაბამისი ტექნიკა ადგილზე მობილიზებულია.