2-05-2019
5 მაისს, 18:00 საათზე, „ცოდნის კაფეს“ მხარდასაჭერად და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ფერმერებთან/მეწარმეებთან შესახვედრად „ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე“, ნინო ზამბახიძე წნორს ეწვევა.
შეხვედრის ძირითადი თემა იქნება მეწარმეობა/ფერმერობა, მარცხი და სოციალური პასუხისმგებლობა.
ნინო ზამბახიძე და დამსწრე მეწარმეები ერთმანეთს გაუზიარებენ წარუმატებლობის ისტორიებს.
შეხვედრის ბოლოს გაიმართება „ცოდნის კაფეს“ მაშენებელი მეწარმე-ფერმერების დაჯილდოება.
სოციალური საწარმო ცოდნის კაფე 2016 წელს გაიხსნა წნორში და აერთიანებს მულტიმედია ბიბლიოთეკას, წიგნის მაღაზიას, არაფორმალური განათლების ცენტრსა და კაფეს.
ცოდნის კაფე საგანმანათლებლო და კულტურულ სერვისებს ქმნის სიღნაღის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისა და ხანდაზმულებისთვის.
ცოდნის კაფე ამ დრომდე ნაქირავებ მცირე სვრცეში ფუნქციონირებს.
ცოდნის კაფეს ასაშენებელ კამპანიაში ჩაერთო 900-ზე მეტი მოქალაქე და 20-მდე ბიზნეს ორგანიზაცია/მეწარმე.
ამ დროისთვის ცოდნის კაფეს უკვე აქვს მიწა და შენობის კონსტრუქციისთვის საჭირო თანხის ¼. ცოდნის კაფე თანამედროვე საქართველოში არის პირველი შემთხვევა, როცა რეგიონში მოქალაქეები და ბიზნესჯგუფები ერთიანდებიან და თავად აშენებენ საგანმანათლებლო სივრცეს.