გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ჩოხატაურში ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა

3-05-2019

ძლიერმა ქარმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.


მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები.


ჩოხატაურის მერის, ირაკლი კუჭავას განცხადებით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის.


,,გუშინ, ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. სოფელ ბუკნარში ხე სახლს დაეცა. შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დაითვლის. ჯერ უცნობია მისი ზუსტი ოდენობა. ამ დროისათვის 10-12 შემთხვევაა დაფიქსირებული, სადაც მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ვაგრძელებთ მათთან შეხვედრებს", – განაცხადა ირაკლი კუჭავამ.