გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სამტრედიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

3-05-2019

სამტრედიის სოფელ დაფნარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.


ავარიის დროს სამი ადამიანი დაშავდა.


„ოპელის“ მარკის ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მსუბუქი მანქანა აალდა და მასში მყოფი სამი პირი დაშავდა.


დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.


მომხდარის გამო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდა.


როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია და მოძრაობაც განახლდა.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.