გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკითხვაზე დაიბარა

4-05-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა.


მაჩალიკაშვილის თქმით, მას უწყება პარლამენტის წინ მიუტანეს, სადაც იგი წელიწადზე მეტია, საპროტესტო აქციას მართავს.


"უწყება ჩავიბარე, ხელი არ მომიწერია. მორის მაჩალიკაშვილზე იყო უწყება, მას უწყება არ ჩაუბარებია", - განმარტავს მაჩალიკაშვილი.


მისივე თქმით, იგი სუსში 12 საათზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა არ მისულა.


"მეხუთე დაკითხვის დროს მე განვაცხადე, საერთოდ ამის მერე არ გამოვცხადდები მოდულში იმიტომ, რომ იქ სხედან ჩემი მოსისხლე მტრები. არ ვაპირებ მანდ მისვლას. თუ აქვთ მაგის შნო და მაგის კაცობა, აგერ ვარ და ნებისმიერ დროს მოვიდნენ, ძალით წამიყვანონ", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.