გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

დუშეთში 67 წლის ქალის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

5-05-2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა- მთიანეთი პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის სამმართველოს თანამშრომელბმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩნების საფუძველზე, 1984 წელს დაბადებული, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, რ.უ. სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით, დუშეთში დააკავეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 1-ელ მაისს, დაკავებულმა, მის მეზობლად მცხოვრებ 1952 წელს დაბადებულ ნ.უ.-ზე სექსუალური ძალადობა სცადა.


გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის 1 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სექსუალირი ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.