გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

იყალთოში პოლიციამ განზრახ მკვლელობისთვის ერთი პირი დააკავა

5-05-2019

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებულმა ლ. კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.


დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ლ.კ.-მ თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელს 1977 წელს დაბადებული გ. გ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულის დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.


პოლიციამ ლ.კ. მომხდარიდან 2 საათში გურჯაანის რაიონის სოფელ მელაანში დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია.


გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.