გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

კახეთში დღეს "მსოფლიო რბენა 2019" გაიმართება

5-05-2019

გლობალური საქველმოქმედო ღონისძიება – მსოფლიო რბენა 2019 დღეს გაიმართება. მასშტაბური საქველმოქმედო ღონისძიება კახეთში, ლოპოტის გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ უკვე მეექვსედ იმართება.


„ვინგს ფორ ლაიფ ვორლდ რან“ ერთადერთი მარათონია, რომელიც არ ზღუდავს სარბენ დისტანციას და არ აქვს სტანდარტული ფინიშის ხაზი. ფინიშის მანქანა სტარტს რბენის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ აიღებს და თითოეული მონაწილის გავლილ მანძილს დააფიქსირებს. რბენა სრულდება მაშინ, როცა ფინიშის მანქანა მონაწილეს დაეწევა.


კახეთში მსოფლიო რბენაში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი და მოყვარული მორბენლები, მათ შორის, ეტლით მოსარგებლე ადამიანები.


ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება „ვინგს ფორ ლაიფის“ ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.




1tv.ge