6-05-2019
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის ჯანდიდატმა გიორგი შენგელიამ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ ედიშერ თოლორაიასთან ერთად გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ კოკსა და ხურჩაში შეხვედრები გამართა.
„თქვენ ძალიან ბევრი გადაიტანეთ და ყოველდღიური საფრთხის ქვეშ გიწევთ ცხოვრება, აქ ყველაზე მძაფრად იგრძნობა ოკუპაციის სიმძიმე. ჩვენი ხელისუფლებისთვის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, ამიტომაც ჩვენს მუნიციპალიტეტში მდებარე ასეთ სოფლებში გზების, წყლის და გაზიფიცირების პროექტები განვახორციელეთ, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გავქვს. ხურჩაში მიმდინარე წელს ახალი ამბულატორია აშენდება და აქ მცხოვრებლებს ეს პრობლემა მოუგვარდებათ. მჯერა, რომ თქვენი გვერდში დგომით მნიშვნელოვან, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის სასიკეთო ცვლილებებს განვახორციელებ” - განაცხადა ზუგდიდის მერობის კანდიდიატმა.
არჩილ თალაკვაძემ შეხვედრაზე მოსახლეობას გიორგი შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. მისი განმარტებით, შენგელიას პროგრამაში შესულია არამარტო ინფრასტრუქტურული პროექტები, არამედ განათლების, სოფლის მეურნეობის, კულტურის, სპორტის საკითხები და სოციალური მიმართულებები.
,,გიორგი შენგელია არის დაკავშირებული ზუგდიდთან ეს არის აქაური დიდი ოჯახის წარმომადგენელი და მისის სამომავლო გეგმები და ცხოვრება უკავშირდება ზუგდიდს და ეს არის სწორედ ის, რაც მას გამოარჩევს თავის კონკურენტისგან. მათი გეგმა არის საერთო პოლიტიკური დესტაბილიზაციის ნაწილი და ზუგდიდი სწორედ ერთ-ერთი პუნქტია, რომლის გამოყენებაც მათ სურთ არჩევნების შემდეგ. გეგა შენგელიასთვისკი ზუგდიდი არის მომავალი, ზუგდიდი არის ადგილი, სადაც ის თავის ოჯახთან, თავის ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად ცხოვრობს და მომავალშიც ის ამ ქალაქში დარჩება და განაგრძობს საქმიანობას. ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პროექტები დაწყებულია და ნაწილიც უახლოეს მომავალში დაიწყება. ზუგდიდს ექნება საკმარისი დაფინანსება იმისათვის, რომ თითოეულ ადამიანამდე მიაღწიოს ამ პროგრესმა. თუმცა, რჩება ბევრი ადამიანი ვინც, ქმედით დახმარებას ელოდება ხელისუფლების მხრიდან და სწორედ, გეგა ეშენგელიას მიზანი იქნება, ის რომ ამ ადამიანებს მიაკითხოს და დაეხმაროს იმ პრობლემების გადაჭრაში, რომელიც მათ აწუხებთ” - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.