გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მამუკა ბახტაძე: ამ ულამაზეს კუთხეში ტურისტების რაოდენობას მინიმუმ გავასამმაგებთ

6-05-2019

ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლზე მოწყობილი ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა ამ ულამაზეს კუთხეში ტურისტების რაოდენობას მინიმუმ გაასამმაგებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სოფელ სოფელ კინჩხაში განაცხადა, სადაც ახლად აშენებული ვიზიტორთა ცენტრი და ტურისტული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.


ბუნების ძეგლზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ვიზიტორთა ცენტრის გარდა, მოეწყო ბილიკები და გადასახედი პლატფორმები, რაც ბუნების ძეგლის დათვალიერებას მეტად უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის. ინფრასტრუქტურული პროექტი ბიუჯეტიდან 1 100 000 ლარით დაფინანსდა.

„ჩვენ გავაფართოეთ ოკაცეს კანიონის პროექტი, რომელიც ტურისტებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. დარწმუნებული ვარ, სოფელ კინჩხაში მოწყობილი ახალი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მეშვეობით, მინიმუმ გავასამმაგებთ ტურისტების რაოდენობას ამ ულამაზეს კუთხეში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ხონის მუნიციპალიტეტში კიდევ მრავალი ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, მათ შორის - სკოლების რეაბილიტაცია, ხოლო უახლოეს მომავალში პროფესიული გადამზადების ცენტრი გაიხსნება.


მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა პროფესიული განათლების განვითარების პრიორიტეტულობას და განაცხადა, რომ მთავრობის ამოცანაა, ყველა კუთხეში იყოს ისეთი ტიპის პროფესიული სასწავლებელი, რომლის კურსდამთავრებული ახალგაზრდებიც მოკლე ვადაში დასაქმდებიან.


„ხონში ახალგაზრდულ ცენტრს ავაშენებთ. ასევე, იგეგმება ხონის ისტორიული ცენტრის რეაბილიტაცია და ბევრი სხვა პროექტი. მე გავეცანი იმ პროექტებს, რომელიც სოფლის მეურნეობაში დავაანონსეთ. ხონი ამ კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიციარია. ჩვენ გვჭირდება, გავასამმაგოთ ის ციფრები და შედეგები, რომელიც დღეს გვაქვს", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.


პრემიერ-მინისტრი ოკაცეს ჩანჩქერის ბუნების ძეგლზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად იმყოფებოდა.