გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

როდის დაინიშნება და რა ეღირება რუსთავიდან თბილისში ავტობუსით მგზავრობა

7-05-2019

მარშრუტზე რუსთავი-თბილისი, მგზავრების ავტობუსებით გადაყვანაზე, კონკურსი შესაძლოა მაისის ბოლოს გამოცხადდეს - ამის შესახებ რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა.


მისი თქმით, პირველი სამუშაო სხდომა ჩატარდა, რომელიც წამომადგენლობითი იყო. შეხვედრას ესწრებოდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ აღნიშნული საკითხის შესასწავლად კონკურსის გამოცხადებამდე დრო ითხოვეს. პარალელურად მიმდინარეობს ხარჯებისა და ტარიფის განსაზღვრა.


"ტენდერის ჩატარების კუთხით, ძალიან გამართულები ვართ. თბილისს ჰქონდა ბევრი ანალოგიური ტენდერი ჩატარებული, რომლის ძლიერი მხარეები დარჩება, სუსტი მხარეები ფაქტობრივად მოშორდება და უფრო მარტივად მივიღებთ გადაწყვეტილებას. მაისის ბოლოს უკვე ის ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი სპეციალისტების მიერ, რის შემდეგაც გამოცხადდება კონკურსი" - განაცხადა ტაბაღუამ.


არსებული ინფორმაციით, ავტობუსებით მგზავრების გადაყვანის ტარიფი, სავარაუდოდ, 1 ლარი იქნება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ტიპის ავტობუსზე გამოცხადდება კონკურსი.



inforustavi.ge