გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ფოთის ცენტრალურ პარკს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება

7-05-2019

ფოთის ცენტრალურ კულტურისა და დასვენების პარკში რეკონსტრუქციის მასშტაბური სამუშაოებია დაგეგმილი.


ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.


„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია გამწვანების, ლანდშაფტური დიზაინის სამუშაოების ჩატარება, საფეხმავლო ბილიკების, დასასვენებელი ბაქნების, საბავშვო მოედნების, მოწყობა. არსებული შადრევნის რეკონსტრუქცია და დამატებით ახალი შადრევნის მოწყობა. ღია სასცენო ნაგებობის რეაბილიტაცია და ატრაქციონების მოწყობა“, – განაცხადა ქალაქ ფოთის მერის პირველმა მოადგილემ, კონსტანტინე თოფურიამ.


გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის ღირებულება 3 500 000 ლარია.






1tv.ge