გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

კახეთის ორ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები განეიტრალდა

9-05-2019

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ორ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა. ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 8 მაისს კახეთის რეგიონში 140 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა რითაც კახეთის ორ რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.


8 მაისს დღის განმავლობაში სამხრეთ-დასავლეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 15:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა რამდენიმე ათეული რაკეტა. აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.