გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

გიორგი გოგლიჩიძე ზესტაფონში ვეტერანებს შეხვდა

9-05-2019

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონის მერობის კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.


კანდიდატმა ღონისძიების მონაწილეებთან ერთად ყვავილებით შეამკო ომის გმირების - ალექსანდრე ბიბილაშვილისა და სერგო კეთილაძის მემორიალები.

გიორგი გოგლიჩიძემ ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი შორაპანსა და სანახშირეშიც მიაგო.


"9 მაისი არის ბოროტებასა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე. დღეს ამ გამარჯვებიდან შესრულდა 74 წელი, რომელსაც ვულოცავ ვეტერანებს. ამ ადამიანების თავგანწირვა არის დასაფასებელი. საწყენია, რომ მათგან მხოლოდ თორმეტია დარჩენილი. მე მათ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ'', - განახცადა გიორგი გოგლიჩიძემ.