გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჭიათურა-საჩხერის გზაზე მთებს შორის მეწყერი ჩამოწვა, რამაც მდინარის დაგუბება გამოიწვია

9-05-2019

ჭიათურა-საჩხერის გზაზე, მთებს შორის მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, მეწყერმა ჩაკეტა მცირე ზომის მდინარე, რამაც წყლის დაგუბება წარმოშვა.


ადგილზე მაშველები და გეოლოგები მუშაობენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ დგას, ვინაიდან ადგილი, სადაც მეწყერი ჩამოწვა, დასახლებული პუნქტისგან დაახლოებით 2 კილომეტრშია.


„მიწის მასის ჩამოშლის გამო დაგუბდა მდინარე, გაკეთდა ერთგვარი აუზი, თუმცა საშიშროებას არ წარმოადგენს. ადგილზე არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და გეოლოგები. თბილისიდან გაემგზავნა ასევე, განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ჯგუფი. უნდა შეფასდეს სიტუაცია, უნდა მოხდეს შესწავლა, წარმოქმნილი აუზიდან წყალი როგორ შეიძლება დაიცალოს ისე, რომ რაიმე საფრთხე არ შექმნას. საპანიკო, საევაკუაციო არაფერი არ არის“ - განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.



ipn.ge