გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ჩოხატაურსა და ოზურგეთში ევროპის დღეების ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება

10-05-2019

საინფორმაციო შეხვედრას, რომელსაც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი ესწრებოდა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროს წარმომადგენელი სამსონ სიამაშვილი და ცენტრის მიერ მოწვეული ექსპერტი გიორგი მუჩაიძე გაუძღვნენ.


შეხვედრაზე საუბარი შეეხოო ევროკავშირის ისტორიას, ევროპულ ღირებულებებს, საქართველოსა და ევროპის ურთიერთკავშირს.


ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილია კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები ოზურგეთი ლანჩხუუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.


15 მაის ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჩატარდება "ევროპის დღე".


სსიპ"საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ" საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2019 წლის მაისში უკვე მეშვიდედ ახორციელებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანიც არის საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობის შესახებ.