გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ზაურ დარგალი სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

11-05-2019

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი, ზაურ დარგალი სპორტის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში შედგა, ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტარები თამაზ ნავერიანი, რუსლან გაჯიევი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი.

მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას სპორტის სფეროს განვითარებისთვის გადადგმული ნაბიჯები გააცნეს და იმ მასშტაბურ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება, რაც სპორტული ცხოვრების ხელშეწყობისთვის უახლოეს მომავალში განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, მუნიციპალიტეტში დამატებით 10 სპორტის სახეობა განვითარდა და ამ ეტაპისთვის, სპორტის სახეობათა რიცხვი 20-ს შეადგენს. ასევე, ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ მარნეულმა ბოლო წლებში არაერთ საერთაშორისო სპორტულ ასპარეზობას უმასპინძლა.