გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

წულუკიანი: უსაფრთხო რუსთავს სჭირდება დახურული დაწესებულებები, სადაც რესოციალიზაცია იქნება შესაძლებელი

12-05-2019

იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ტელეკომპანია "იმედში" სტუმრობისას ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსთავში არსებობს სასჯელაღსრულების მე-17 ღია დაწესებულება, რომელიც რუსთაველებისათვის პრობლემას წარმოადგენს, ამ პრობლემის მოგვარება კი ორი დახურული დაწესებულების აშენებით გახდება შესაძლებელი.


"ამ ორი დაწესებულების მშენებლობას ევროპული კომიტეტი მიესალმა. იმედი მაქვს, მოსახლეობასთან კონსენსუსი შედგება. ჩვენ ვესაუბრებით მოსახლეობას. ჩვენი კარი არის ღია. მზად ვარ, ნებისმიერ ადამიანს შევხვდე", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.


მისივე თქმით, რუსთავში სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობა ეჭვქვეშ ვერ დადგება.


"თუ ჩვენ გვინდა უსაფრთხო რუსთავი, უსაფრთხო რუსთავს სჭირდება დახურული დაწესებულებები, სადაც რესოციალიზაცია იქნება შესაძლებელი", - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.