გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

უამინდობის გამო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები დაწესდა

25-12-2017

საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესებულია სხვადასხვა სახის შეზღუდვები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის  მლეთა-გუდაური(ფოსტა) მონაკვეთზე და   კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ38-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 71-ე კმ-ზე (ამბროლაურთან) ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართულია სოფელ იწა და სოფელ ახალსოფელზე  გამავალ ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე.

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა აკრძალულია. ამავე  გზის კმ1-კმ52 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის  მოძრაობა თავისუფალია

ინტენსიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა უახლოეს პერიოდში ყველა მიმართულებით აღდგეს საავტომობილო მიმოსვლა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.