გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031 

სოფელ უწერასა და სორში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს - ფოტოები

14-05-2019

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ უწერასა (ჟამიერეთის უბანი) და სოფელ სორში მდ. რიონზე კალაპოტის გაწმენდისა და ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს.


სამუშაოებს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი წერეთელი ადგილზე გაეცნო.


აღნიშნულ სოფლებში მდინარე რიონის ადიდებისას, არსებობდა საკარმიდამო და სახნავ-სათესი ნაკვეთების დატბორვის საფრთხე.


პროექტის შესაბამისად, სტიქიის პრევენციისა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელდება შესაბამისი ნაპირსამაგრი ღონისძიებები. კერძოდ, გაიწმინდება მდინარის კალაპოტი, უწერა (ჟამიერეთის უბანში) არსებული დაზიანებული გაბიონის მიმდებარედ მოწყობა ახალი ქვანაყარი ბერმა და დამატებითი გაბიონი. ასევე, გათვალისწინებულია რკინა-ბეტონის ხიდის მოწყობა და ეკლესიამდე მისასვლელი ძველი გზის აღდგენა. ხოლო სოფელ სორში დატბორვის თავიდან ასაცილებლად მოეწყობა ქვანაყარი ბერმა.


პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 835 500 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო და აგვისტოში დასრულდება.