გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

იცით თუ არა, ვინ იყო პირველი ქართველი ქალი, რომელმაც თეთნულდსა და უშბაზე დაადგა ფეხი?

14-05-2019

ალექსანდრა ჯაფარიძე იყო პირველი ქართველი ქალი, რომელმაც თეთნულდსა და უშბაზე დაადგა ფეხი, მოიპოვა მთამსვლელთათვის დაწესებული თითქმის ყველა ტიტული და ჯილდო. არის ქართული ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი.


ალექსანდრა ჯაფარიძე პირველი ქართველი მთამსვლელი ქალია, რომელსაც კავკასიონის მწვერვალებზე ასამდე სპორტული ასვლა აქვს შესრულებული. იგი ქართული და საბჭოთა ალპინიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი და საქართველოს ალპური კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელია.


ალექსანდრა ჯაფარიძის სახელს უკავშირდება ასვლები მყინვარწვერზე (1923), თეთნულდზე (1930), უშბაზე (1934), დიხთაუზე (1950), ცენტრალური კავკასიონის მცირე (1938) და დიდი ტრავერსი (1940), ასევე 1948 წელს მყინვარწვერის კალთებზე ბეთლემის ლეგენდარული გამოქვაბულის აღმოჩენა.


მოპოვებული აქვს არაერთი ჯილდო. იყო საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი, სპორტის დამსახურებული ოსტატი. ალექსანდრა ჯაფარიძე 1948 წელს ჟურნალისტთა ფედერაციის რეფერენდუმით დასახელებულია მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად.