გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობამ დაახლოებით 25%-ით იმატა

15-05-2019

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1 1.6 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 2.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.


საქსტატის ინფორმაციით, აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.3 მილიონი შეადგინა, რაც 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტით არის გაზრდილი.


2019 წლის I კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 1.0 მილიონს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.7 პროცენტით არის გაზრდილი. საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 0.9 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 5.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.


საერთაშორისო ვიზიტორების 67.7 პროცენტი მხოლოდ ტურისტები4 იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების5 წილმა 26.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 6.0 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.


2019 წლის I კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 222.7 ათასი ვიზიტორი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც მთლიანი ვიზიტორების 21.4 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 24.3 პროცენტიან ზრდას 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით.


ვიზიტორების უმრავლესობა, 48.0 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 34.8 პროცენტს შეადგენდა.