16-05-2019
ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროს ორგანიზებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და დასვენების პარკში, საქართველოში მიმდინარე ევროპის დღეები 2019-ის ფარგლებში, „ევროპის დღე“ აღნიშნეს.
ღონისძიება ნატო-სა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის გურიის ბიუროს ხელმძღვანელმა, სამსონ სიამაშვილმა გახსნა. ჩატარდა სხვადასხვა სპორტული აქტივობა, მოეწყო ესეების კონკურსის – „ევროპა ჩემთვის არის…“ მონაწილეების დაჯილდოება.
სსიპ საინფორმაციო ცენტრი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, 2019 წელს უკვე მეშვიდედ ახორციელებს ევროპის დღეებს, რომლის მიზანიც არის საქართველოს მოქალაქეების ინფორმირება ევროკავშირისა და მისი ინსტიტუტების, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა და აღნიშნულ პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მაქსიმალური ხელშეწყობის შესახებ.
ღონისძიებას დაესწრნენ გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
„ევროპის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.