16-05-2019
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა) - ალპანა - მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის, ცალკეული დაზიანებული მონაკვეთების (კმ94-კმ123) აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.
სარეაბილიტაციო გზა მთაგორიან მონაკვეთზე, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს.
დაზიანებული გზის აღსადგენად და ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის, პროექტის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებები ხორციელდება. კერძოდ გათვალისწინებულია, ქუთაისი(ჭომა) - ალპანა - მამისონის უღელტეხილის გზის 94-ე კმ-ზე გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს გაბიონის კედლების მოწყობა; 98-ე კმ-ზე რკინა-ბეტონის მილის რეაბილიტაცია; 106-ე კმ-ზე ქვედა საყრდენი კედლის, რკინა-ბეტონის მილის და ღარების მოწყობა; 123-ე კმ-ზე მოეწყობა ნაპირდამცავი რკინა-ბეტონის კედელი. ასევე, აღნიშნულ მონაკვეთებზე განახლდება ასფალტ-ბეტონის საფარი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 570 326 ლარია. პროექტი 2018 წლის ნოემბერში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.