გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით ლაგოდეხში ესეების კონკურსი ჩატარდა

17-05-2019

ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავთან დაკავშირებით ლაგოდეხისა და ყვარლის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის, გურამ მაჭარაშვილის ინიციატივით, ლაგოდეხელ ახალგაზრდებს შორის საპარლამენტო მმართველობის თემაზე ესეების კონკურსი ჩატარდა.


კონკურსში მონაწილეობას 15-დან 20 წლამდე სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები იღებდნენ. გამარჯვებული კონკურსანტების დაჯილდოება ლაგოდეხის ცენტრში გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.


კონკურსში გამარჯვება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, ნინო გოგოლაძემ მოიპოვა, მეორე და მესამე ადგილი ლაგოდეხის № I საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტარიელ ხარატიშვილმა და მარიამ მანჯგალაძემ გადაინაწილეს.


გურამ მაჭარაშვილმა კონკურსის მიზნებზე ისაუბრა და განმარტა, რომ ის მიზნად ისახავდა საპარლამენტო მმართველობის საკითხებზე ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, ასევე კონკურსი მიეძღვნა


პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილეს. კონკურსში მონაწილეობა ადგილობრივმა ბიზნესმაც მიიღო, მათ გამარჯვებულ ახალგაზრდებს ფულადი ჯილდოები გადასცეს.


სკოლის დირექტორებისა და დამსწრე საზოგადოების შეფასებითი, მსგავსი აქტივობები, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ღონისძიების უშუალოდ მონაწილეების, არამედ ზოგადად ლაგოდეხის მოსახლეობისთვის. დეპუტატის ბიუროში კი აანონსებენ, რომ ზაფხულის განმავლობაში ლაგოდეხსა და ყვარელში უამრავ შემეცნებით და საინფორმაციო ტიპის ახალ აქტივობას განახორციელებენ.