გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების შესახებ ტრენინგი ჩატარდა

17-05-2019

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თანამშრომლებმა სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგოებისთვის ტრენინგი გამართეს.


სახელმძღვანელო "სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება" სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შემუშავდა, რომელიც ასაკისათვის შესაფერის თეორიულ მასალასთან ერთად პრაქტიკულ სავარჯიშოებს მოიცავს და სამ გარემოსდაცვით თემას აერთიანებს: ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო, წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ნარჩენების მართვა.


სახელმძღვანელო უკვე დაინერგა თბილისის მუნიციპალიტეტში და კახეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლისა და იმერეთის მხარეებში და ახალქალაქში გამართული ტრენინგით სახელმძღვანელოს დანერგვის პროცესი სამცხე-ჯავახეთშიც დასრულდა.


2019 წლის ბოლომდე "სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების" სახელმძღვანელო მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.