18-05-2019
ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში, 19 მაისს, 20 საათზე, პრემიერა გაიმართება.
თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რამაზ იოსელიაანი ცნობილი თურქი დრამატურგის, აზიზ ნესინი კომედიას - „მომკალ, მომკალ... “ ერთ მოქმედებად დგამს.
თურქი დრამატურგის აზიზ ნესინის პიესის მიხედვით თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რამაზ იოსელიანი ორი მეზობლის, ხანდაზმული ქვრივი ქალბატონის მარტოობის და გაუცხოების პრობლემას ერთმოქმედებიანი კომედიური ჟანრის სპექტაკლით წარმოადგენს. ადამიანების სჭირდებათ ყურადღება, თუმცა საზოგადოება გარკვეული ასაკის შემდგომ მარტო ტოვებს ადამიანს საკუთარ თავთან და ეს უდიდეს გაუცხოებას, შინაგან ტკივილს ბადებს.
ტკივილნარევი იუმორით, მწარე სარკაზმით ვხედავთ, თუ როგორი რთულია სიმარტოვე და ყურადღების ნაკლებობა საზოგადოებაში, რომელსაც მთელი ცხოვრება შეალიე. ორმოც წელს გადაცილებული ქვრივი ქალბატონები, რომელთაგან ერთს შვილიც ჰყავს, განიცდიან მარტოობას, სულიერ და ფიზიკურ ტკივილს. მათ სჭირდებათ ყურადღება, სურთ, რომ ირგვლივ მყოფები ამჩნევდნენ. სიმარტოვე ათასგვარ ფანტასმაგორიულ ფიქრებს აღძრავს, შესაძლოა ბუნებრივი აირის კონტროლიორი სექსუალური მანიაკიც კი გეგონოს, მაგრამ მიუხედავად ამისა მოუთმენლად ელოდო მის გამოჩენას.
სოციალური კომედია მაყურებელს ღიმილთან და განტვირთვასთან ერთად, ბევრ ცხოვრებისეულ რეალიებზე დააფიქრებს დამდგმელი რეჟისორი. რეჟისორთან რამაზ იოსელიანთან ერთად დადგმაზე მხატვარმა ანანო დოლიძემ იმუშავა. სპექტაკლის ტექნიკური რეჟისორი ეკა კულუაა.
საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობენ ფოთის თეატრის უფროსი და საშუალო თაობის მსახიობები: ლილი ბოდაველი, ჩიტო პატარიძე, მარიკა ბუკია და ნოდარ ბჟალავა.