გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

გახარია ზუგდიდში გასროლის შესახებ: გასარკვევია, ამ პროვოკაციის ინიციატორი ვინ იყო და საიდან დაიწყო

19-05-2019

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ვის მიერ მოხდა ზუგდიდის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში გასროლა, მინისტრმა განაცხადა, რომ ბრალი აქვს წარდგენილი 2 პირს და მიმდინარეობს გამოძიება. 

„როდესაც არჩევნებზე ვსაუბრობ და გვაქვს ძალადობის ფაქტი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის წარმოადგენს ეს ადამიანი. ჩვენ ყველამ ვნახეთ კადრები. კიდევ გასარკვევია, ამ პროვოკაციის ინიციატორი ვინ იყო და საიდან დაიწყო ეს პროვოკაცია, ამიტომ ახლა იქ არის ერთი მხარე, რომელიც არის დაკავებული. ბრალი აქვს წაყენებული 2 ადამიანს. აბსულუტურად სამართლებრივ ფარგლებში მიმდინარეობს ყველაფერი“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.