გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

სანდა რულოვსი: დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები მხარს დამიჭერენ

19-05-2019

ზუგდიდის 82-ე საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად უკვე იმყოფებოდა სანდრა ელისაბედ რულოვსი.


ზუგდიდში მერობისათვის 16 კანდიდატია დარეგისტრირებული.


სანდა რულოვსის თქმით, მან ხმა ზუგდიდელებისათვის ცვლილებებს მისცა.


"ხმა მივეცი ცვლილებებს ზუგდიდელებში, სადაც კორუფციისა და ზეწოლის ნაცვლად მთავარი არის ადამიანებზე ზრუნვა. ზუგდიდში იქნება დასაქმება, განვითარება, დაცულ, თავისუფალ გარემოში", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.


მისივე თქმით, დღეს მთელი ქვეყანა ცვლილებების მოლოდინშია.


"მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ზუგდიდელებმაც უნდა იგრძნონ ეს პასუხისმგებლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუგდიდელები დამიჭერენ მხარს. იმედი მაქვს, რომ მშვიდობიანად, წყნარად დასრულდება დღევანდელი დღე", - აღნიშნა "გაერთიანებული ოპოზიციის" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა.