გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

წყალტუბოსა და ტყიბულის ოლქებში ელექტრონული ხმის მიცემა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

19-05-2019

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) 2019 წლის 1 9 მაისის რიგგარეშე/შუალედური არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს 12 ოლქში 120 კაციანი სადამკვირვებლო მისიით აკვირდება. CDD სადამკვირვებლო მისიით წარმოდგენილია 19 მაისის არჩევნებისთვის მოქმედ
ყველა ოლქში.


CDD-ის სადამკვირვებლო მისია აკვირდება, როგორც წინასაარჩევნო, ასევე კენჭისყრის დღის (უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი, უბნის დახურვა) და არჩევნების შემდგომი პერიოდის მიმდინარეობას. აგრეთვე CDD სრულად დააკვირდება წყალტუბოსა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში შექმნილ საარჩევნო უბნებზე მიმდინარე საპილოტე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურას. აღნიშნულ ოლქებში, საკრებულოების შუალედურ არჩევნებზე პილოტურად გამოიყენება საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები, რაც ნიშნავს, რომ კენჭისყრის დღეს ამომრჩეველი ხმას აძლევს ელექტრონული ხმის მიცემისა და დათვლის სპეციალური აპარატის საშუალებით.


11 საათისათვის სადამკვირვებლო მისიის დაკვირვების შედეგები შემდეგნაირია:


უბნის გახსნამდე დაფიქსირდა რიგი პროცედურული დარღვევები, მათ შორის: წილისყრის პროცედურის არასათანადო შესრულება, საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსება.


საარჩევნო უბნის გახსნა: რამდენიმე საარჩევნო უბანი გაიხსნა დაგვიანებით (მარნეულის, ზუგდიდისა და ოზურგეთის ოლქებში);


წყალტუბოსა და ტყიბულის ოლქებში შექმნილ საარჩევნო უბნებზე ელექტრონული საპილოტე ხმის მიცემა მიმდინარეობს ზოგადად მშვიდ გარემოში და წესების დაცვით.


დაძაბულობა და ფიზიკური დაპირისპირება დაფიქსირდა N67 ზუგდიდის ოლქის N9 უბანზე, სადაც უბნის თავმჯდომარე დამკვირვებლებსა და მედიის წარმომადგენლებს უკრძალავდა ვიდეო და ფოტო გადაღებას. აღნიშნული უბნის მიმდებარედ ჟურნალისტზე განხორციელდა ფიზიკური დაპირისპირება, რაზეც პოლიციამ მოახდინა სწრაფი რეაგირება.


CDD-ის ინფორმაციით, ხალხმრავლობაა საარჩევნო უბნებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე, რის გამოც ფერხდება პროცედურები (განსაკუთრებით ზუგდიდსა და მარნეულში). მაღალი პოლიტიკური ინტერესისა და ზოგადი დაძაბულობის ნიადაგზე, ხალხმრავლობა იწვევს შელაპარაკებას ჩართულ მხარეებს შორის. მნიშვნელოვანია ჩართულმა მხარეებმა უზრუნველყონ პროცესის მშვიდ ვითარებაში წარმართვა, რათა ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა მშვიდ ვითარებაში დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი და საარჩევნო ადმინისტრაციამ შეძლოს კანონით მინიჭებული უფლება-მოვალეობების ჯეროვანი შესრულება.