პარასკევი, აპრილი 11, 2025
გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

TOP.GE
სოზარ სუბარი: ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, რომ ყველა უბანზე შექმნას გარკვეული დესტრუქციული ქმედებები

19-05-2019

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი, სოზარ სუბარი, შექმნილ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ბრიფინგზე კომენტარს აკეთებს.


"საზოგადოება დილიდან თვალს ადევნებს შუალედურ არჩევნებს და ცხადია, რომ ყველა ოლქში, სადაც "ნაციონალურ მოძრაობისა" და რუსთავი 2-ის მაღალი კონცენტრაცია არ არის, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდად", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.


მისივე თქმით, ერთადერთი ოლქი, სადაც დაძაბულობის მცდელობები შეინიშნება, ეს არის ზუგდიდი, სადაც "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს, რომ ყველა უბანზე შექმნას გარკვეული დესტრუქციული ქმედებები და შექმნას დაძაბულობა.


"დაძაბულობა რომ არის მათი მთავარი მიზანი, ეს კარგად ჩანდა მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში და დღესაც კარგად გამოჩნდა, როგორც მიხეილ სააკაშვილის განცხადებებიდან, ისე - იმ ჩანაწერებიდან, რომლებიც ზუგდიდში ჩვენს გუნდს მიაწოდეს მათივე წარმომადგენლებმა.


კარგად გამოჩნდა, რომ მათი მიზანი არის არა არჩევნების სამართლიანად ჩატარება, არამედ მათი მიზანია, რამენაირად დაძაბულობა და არეულობა შეიტანონ, თუმცა გასაგებია რომ ამას ისინი ვერ ეღირსებიან", - განაცხადა სოზარ სუბარმა.