19-05-2019
ცენტრალური საარჩევნო კომისია შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე ამომრჩეველთა 15:00 სთ-ის მდგომარეობით არსებულ აქტივობას აქვეყნებს.
ცესკოს მონაცემებით, 15:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ საგარეჯოში დაფიქსირდა, კერძოდ 56,4 % . ყველაზე დაბალია ხალხის აქტივობა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში - 21% .
ასევე საკმაოდ მაღალია აქტივობა ზუგდიდში, აქ დარეგისტრირებულ მოქალაქეთა 32,8 % - მა დააფიქსირა საკუთარი აზრი.
სხვა საარჩევნო უბნებზე მოსახლეობის აქტივობა 15:00 საათისთვის ასეთია:
ახმეტა - 36,4% (444 ამომრჩეველი)
მარნეული - 22,6% (22 553 ამომრჩეველი)
ადიგენი - 42,9% (482 ამომრჩეველი)
ზესტაფონი - 30,5% (16 737 ამომრჩეველი)
ჭიათურა - 32,4% (13 908 ამომრჩეველი)
ტყიბული - 29,6% (1054 ამომრჩეველი)
წყალტუბო - 35,4% (1493 ამომრჩეველი)
ოზურგეთი - 31,7% (1613 ამომრჩეველი)
ხულო - 40,6% (9 782 ამომრჩეველი)