გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

55 საჩივრიდან 26 ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიებში შევიდა

19-05-2019

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გამართა, სადაც ცესკოს პრეს-სპიკერმა, ანა მიქელაძემ მედიას 15:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 

ანა მიქელაძემ საზოგადოებას, ასევე გააცნო მოცემული დროისთვის მონაცემები საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულ საჩივრებთან დაკავშირებით: 

„საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 55 საჩივარი, აქედან მარნეულში შევიდა 17 საჩივარი, ზესტაფონში 4, ხულოში 7, ხოლო ზუგდიდში 26 და ოზურგეთში - 1 საჩივარი. საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს შეეხება“ - აღნიშნა ცესკოს პრეს-სპიკრემა. 

ანა მიქელაძემ მედიასთან რამდენიმე საუბნო საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზეც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ როგორც ცნობილია წყალტუბოსა და ტყიბულის 8 საარჩევნო უბანზე მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი ელექტონული მოწყობილობის საშუალებით.

წყალტუბოს მე-15 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის აპარატს ტექნიკური პრობლემა შეექმნა და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში აპარატი ჩაანაცვლეს სარეზერვო მოწყობილობით; ამ დროისთვის კენჭისყრის პროცესი აღნიშნულ უბანზე შეუფერხებლად მიმდინარეობს. 

ზუგდიდის #97-ე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, 3 სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებელი ერეოდა და ხელს უშლიდა საქმიანობის განხორციელების პროცესში. მას შემდეგ, რაც აღნიშნული დამკვირვებლები არ დაემორჩილნენ კომისიის თავმჯდომარის მოწოდებას უბნის დატოვების შესახებ, თავმჯდომარე იძულებული გახდა გამოეძახებინა პოლიცია. დამკვირვებლები „პოლიტიკისა და სამართლის ობიექტის“, „სსიპ როპისა“ და „აპრიორის“ წარმომადგენლები არიან.

„ვინაიდან ამ საკითხთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მინდა, განცხადება გავაკეთო გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე პირადობის მოწმობების გარეშე ხმის მიცემის შესახებ:

საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს კანონმდებლობის სრული დაცვით. ყველა საარჩევნო უბანზე საუბნო საარჩვენო კომისიის წევრების მიერ მკაცრად მოწმდება ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელი მოწმობები და ხდება მათი იდენტიფიცირება ბიულეტენის გაცემამდე. ამასთან, არც ერთი დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მხრიდან, ამომრჩევლის იდენტიფიცირების გარეშე ბიულეტენის გაცემასთან დაკავშირებით, არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა“ - განაცხადა ანა მიქელაძემ ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბფრიფინგზე. 

რაც შეეხება მოსახლეობის აქტივობას, ცესკოს მონაცემებით, 15:00 საათისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა ისევ საგარეჯოში დაფიქსირდა, კერძოდ 56,4 % . ყველაზე დაბალია ხალხის აქტივობა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში - 21% .

ასევე საკმაოდ მაღალია აქტივობა ზუგდიდში, აქ დარეგისტრირებულ მოქალაქეთა 32,8 % - მა დააფიქსირა საკუთარი აზრი.

საარჩევნო უბნების დახურვამდე რამდენიმე საათია დარჩერნილი.