გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

დიმიტრი ცქიტიშვილი: უკვე შეგვიძლია შევაჯამოთ და მინდა მოვულოცო ზესტაფონელებს

19-05-2019

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი, მიმდინარე საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.


"მთელს საქართველოში და მათ შორის ზესტაფონშიც არჩევნები დასასრულს უახლოვდება. უკვე შეგვიძლია შევაჯამოთ და მინდა მოვულოცო ზესტაფონელებს. დღევანდელმა კენჭისყრის პროცედურებმა ძალიან მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. დარწმუნებული ვარ, დარჩენილი ერთი საათი ასევე მშვიდად ჩაივლის, მშვიდად ჩაივლის დათვლის პროცედურაც და ჩვენ მივიღებთ საბოლოოდ პოზიტიურ შედეგს, მაღალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებული არჩევნების კუთხით.


არჩევნები 53 -ვე უბანზე პრაქტიკულად ხარვეზების გარეშე მიმდინარეობდა. 53 უბანში მხოლოდ ექვსი საჩივარია. ექვსივე არის პროცედურული ხასიათის, რაც ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს საერთო სურათზე, რომელიც ძალიან პოზიტიურია.


მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. ამ პროცესში კერძოდ ვგულისხმობ საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც უზრუნველყო ძალიან მაღალი სტანდარტის, ძალიან დემოკრატიული საარჩევნო პროცედურების უზრუნველყოფა , სადაც მოქალაქეებს მიეცათ თავისუფალი ნების გამოხატვის საშულება.


ასევე, მინდა შსს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმისათვის, რომ მათმა ქვედანაყოფებმა უზრუნველყვეს მშვიდობა და თავიდან აიცილეს ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო. ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც არ აყვნენ არანაირ დაგეგმილ პროვოკაციებს და ძალიან მშვიდ ვითარებაში განახორციელეს თავისი დემოკრატიული უფლებები, ხმა მისცეს თავის რჩეულ კანდიდატს.


მე წინასწარი პროგნოზებისგან თავს შევიკავებ, თუმცა გვაქვს ძალიან ოპტიმისტური განწყობა და ვფიქრობ რომ დღევანდელ დღეს ძალიან პოზიტიური დასასრული იქნება", - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.