19-05-2019
,,ქართული ოცნების - ზუგდიდის მერობის“ კანდიდატმა, გიორგი შენგელიამ, სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად გიგა ოთხოზორიას ოჯახი მოინახულა, სწორედ დღეს შესრულდა ხურჩაში საოკუპაციო ხაზთან გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან სამი წელი:
,,სამი წელი გავიდა საქართველოს გმირის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობიდან, რომელიც საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ სწორედ ამ დღეს, სასტიკად იქნა მოკლული. ჩვენ პატივი მივაგეთ გმირის ხსოვნას, მოვინახულეთ მისი ოჯახი - მეუღლე და შვილები, რომლებიც ზუგდიდში, დევნილობაში ცხოვრობენ.
დღეს, გიგას ოჯახის წინაშე ჩვენი ყველას უპირველესი ვალდებულებაა, ზუგდიდში, იმ ქალაქში სადაც მისი შვილები იზრდებიან, არ დავუშვათ რაიმე სახის პროვოკაცია და განვაგრძოთ წინსვლა!“ - განაცხადა გიორგი შენგელიამ.