« მაი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | |||
5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 |
19-05-2019
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2019 წლის 19 მაისის შუალედურ და რიგგრეშე არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებს ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„გამოძიება დაიწყო 2 სისხლის სამართლის საქმეზე:
1. სადახლოს 31-ე საარჩევნო უბნის მიმდებარედ, ტ.ა.-ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით;
2. ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბნის მიმდებარედ პრეს მედია „სისროპის“ მოხალისე ოპერატორ გ.რ.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა (173-ე მუხლი) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (166-ე მუხლი) ადმინისტრაციული წესით იქნა დაკავებული სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერი და წარმომადგენელი 5 პირი, რომელთაგან ამ ეტაპზე ყველა თავისუფალია. მათ შორის ადმინისტრაციული წესით (166-ე და 173-ე მუხლებით) განხორციელდა საინფორმაციო სააგენტო პრესა.ჯი-სა და I-TV-ის დირექტორის გიორგი კაპანაძის დაკავება. ეს უკანასკნელი პოლიციის წინააღმდეგობისა და მოწოდებების მიუხედავად, ცდილობდა პოლიციის სამსახურებრივ ავტომანქანებსა და საბარგულში განთავსებული სპეციალური საშუალებების შემოწმებას ავტომანქანის კარისა და საბარგულის გახსნის გზით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, 10-მდე ინციდენტის შესწავლის შედეგად არ გამოიკვეთა სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს 4 ფაქტის შესწავლა.
პოლიცია საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე განაგრძობს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვას“-აცხადებენ შსს-ში.